ხატია დეკანოიძე – ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვიდეს აქციაზე – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიღება მიზნად ისახავს რუსეთიზაციას

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვიდეს აქციაზე. ამ კანონის მიღება მიზნად ისახავს ზაციას, რაც ძალიან დიდი საფრთხეა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც ის მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.
მისივე თქმით, ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი პროტესტი, რომელიც ეხება რუსულ კანონს.
“თუ ხელისუფლება ამ კანონს მიიღებს, საკონსტიტუციო სივრციდან გავა. საქართველოს კონსტიტუციით ჩვენ დადგენილი გვაქვს, რომ საქართველო უნდა ესწრაფოდეს ევროინტეგრაციას, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს გამალებით სურს საქართველო რუსეთისკენ შემოაბრუნოს. ეს არის ის, რასაც ვადევნებთ თვალს ბოლო დღეებში. იცით, ახალგაზრდებს ყოველდღე აქვთ აქციები. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვიდეს აქციაზე. ამ კანონის მიღება მიზნად ისახავს რუსეთიზაციას, რაც ძალიან დიდი საფრთხეა”,-აღნიშნა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება