ცოტნე ანანიძე – შეგიძლიათ მოიფიქროთ ლოზუნგები, მაგრამ ილიასეულ ტრიადას – „ენა, მამული, სარწმუნოება“ ვერ შეცვლით და ვერ ჩაანაცვლებთ

ცნება „ერთიანობის“ წინააღმდეგი არავინ არის (სწორედ ამ სამი იდეის – მამული, ენა, სარწმუნოების“ ერთიანობაა ჩვენ ქვეყნის ბრძოლის ისტორია), მაგრამ არა ამ სამი საუნჯიდან რომელიმეს ჩანაცვლების ხარჯზე, მას ვერავინ შეცვლის, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აცხადებს.
როგორც ანანიძე აღნიშნავს, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, შეუძლიათ სხვა ლოზუნგები მოიფიქრონ.
„ილია ჭავჭავაძემ „მამული, ენა, ისტორია“ წარმოთქვა ისტორიული და რელიგიური კონტექსტის გამო აჭარაში, როცა 300-წლიანი დაშორების შემდეგ აჭარა დაუბრუნდა დედასამშობლოს. „ისტორია“ კი აერთიანებდა მაშინდელ რელიგიურ განსხვავებულობას და ამ გაერთიანებაში ქრისტიანობას ჰქონდა მთავარი როლი. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ შეიცვალა ილიასეული ტრიადა -„ მამული, ენა და სარწმუნოება“ – ის იყო და რჩება დატოვებულ საუნჯედ.
იაკობ გოგებაშვილმა შექმნა სპეციალურად დედაენა აჭარაში მცხოვრები ბავშვებისთვის, რელიგიურ-ისტორიული კონტექსტის გამო იცვლებოდა სახელ-გვარებიც მაგ: ეთერი- ემინე, ანანიძე არის აჭარის მცხოვრები მუსლიმი ანანიაშვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიცვალა ანანიაშვილი ან შეიცვალა დედაენა.
ცნება „ერთიანობის“ წინააღმდეგი არავინ არის (სწორედ ამ სამი იდეის – მამული, ენა, სარწმუნოების“ ერთიანობაა ჩვენ ქვეყნის ბრძოლის ისტორია), მაგრამ არა ამ სამი საუნჯიდან რომელიმეს ჩანაცვლების ხარჯზე, მას ვერავინ შეცვლის“, – აღნიშნულია ცოტნე ანანიძის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ