სმოლენსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია

რუსეთის ქალაქ სმოლენსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. რეგიონის გუბერნატორმა ვასილი ანოხინმა დაადასტურა, რომ ხანძარია საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებზე დრონის თავდასხმის შემდეგ.
ადგილობრივების თქმით, იარცევოს რაიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ. ტელეგრამის არხი Astra თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
„დიდი ალბათობით, საწვავისა და ენერგეტიკულ სამოქალაქო ობიექტებზე მტრის თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა სმოლენსკის და იარცევოს რაიონებში, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო შედეგების ლიკვიდაციას აწარმოებს” – წერს ანოხინი და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, ვინაიდან მისი თქმით საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.
მანამდე რუსული ტელეგრამის არხი SHOT, ადგილობრივებზე დაყრდნობით წერდა, რომ ერთი ან მეტი დრონი სმოლენსკის მახლობლად მდებარე სოფელ რაზდოროში ნავთობის საცავს დაესხა თავს, რასაც ძლიერი ნათება და კვამლი მოჰყვა.
”პირველი აფეთქება მოხდა დილის 3:15 საათზე, სოფელ რაზდოროს მახლობლად ნავთობის ბაზის მიდამოში. სამრეწველო ობიექტის მიდამოში აფეთქების ხმა ისმოდა”.
გასული კვირის ბოლოს სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა ასევე განაცხადა, დრონის თავდასხმის შემდეგ საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე ხანძრის თაობაზე.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს