Georgian Airways-ი ლარნაკას მიმართულებით ფრენებს კვირაში 7 სიხშირით განახორციელებს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ლარნაკას მიმართულებით ფრენებს კვირაში 7 სიხშირით განახორციელებს.
„ლარნაკას მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ყოველდღიურად შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-ი ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის.
ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც,“ – აღნიშნულია Georgian Airways-ის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე