აშშ-ში „კროკუსზე“ მომხდარი თავდასხმის მსგავსი ტერაქტის საშიშროება არსებობს – FBI-ის დირექტორი

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო შეშფოთებულია ქვეყანაში იმ თავდასხმის მსგავსი კოორდინირებული ტერაქტის განხორციელების შესაძლებლობით, რომელსაც გასულ თვეში მოსკოვთან ახლო „კროკუს სიტი ჰოლის“ დარბაზში რამდენიმე ათეული ადამიანი შეეწირა.

ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელ, კრისტოფერ რეის იმ ტექსტშია საუბარი, რომელიც ხუთშაბათს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს წარედგინება.
“სამართალდამცავ ორგანოებში მთელი ჩემი მუშაობის განმავლობაში, ჩემთვის ძნელი გასახსენებელია ისეთი დრო, როდესაც საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ერთდროულად ამდენი საფრთხე წარმოშობილიყო”, – ხაზს უსვამს რეი და აღნიშნავს, რომ ახლა სწორედ ასეთი დროა.
ამერიკელი ოფიციალური პირები დიდი ხანია შეშფოთებულნი არიან ინდივიდუალური ან მცირე ჯგუფის მიერ განხორციელებული შესაძლო კოლექტიური თავდასხმის საშიშროებით, იმ განწყობების გამო, რომლებიც გაძლიერდა ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს (აღიარებულია ტერორისტულ დაჯგუფებად შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში) შორის ომის კონტექსტში.
მაგრამ გამოსვლის ტექსტი საუბარია „კროკუსში“ მომხდარი ტერაქტის მსგავსი თავდასხმის მზარდ შიშზე.
· 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი.
· თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი”).
· ს უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება