“ყველა ქალი იყო და მარტო მე ვიჯექი ტორტის მარწყვივით კაცი” – ელისაშვილი

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ “მოქალაქეების” ლიდერი ამბობს, რომ აუდიენციაზე მხარეებმა მხოლოდ აზრები გაცვალეს იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს რუსული კანონის წინააღმდეგ. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციისთვის პროტესტის აგორება არ უთხოვია.
ერთაერთი შემთხვევა იყო ლამის ჩემს ცხოვრებაში, რომ ყველა ქალი იყო, მათ შორის, პრეზიდენტი და მარტო მე ვიჯექი ტორტის მარწყვივით კაცი. არჩევნებზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ისე არ ყოფილა, რომ სალომე ზურაბიშილმა გვითხრა, რომ ახლა მე ვიქნები 9 ძმა ხერხეულიძის დედა, დროშით გაგიძღვებით და დანარჩენებმა ხმალი ალესეთ. უბრალოდ, აზრები გავცვალეთ, რომ რა გველის წინ, რამდენად რთული იქნება, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ რაღაც ცვლილებები მოხდეს, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.
რუსული კანონის შემობრუნების დაანონსების შემდეგ ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც პრეზიდენტმა ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ