მამუკა მდინარაძე – ვიდრე „ვეტინგზე“ თითს დაგვიქნევენ, მანამდე ადეიშვილი გადასცენ საკუთარ ქვეყანას, რომელიც ამ კაცმა გააუბედურა – გადმოგვცენ და მერე ვილაპარაკოთ, რა დავხუროთ და რა არა

სანამ „ვეტინგზე“ თითს დაგვიქნევენ, მანამდე ადეიშვილი გადასცენ საკუთარ ქვეყანას, რომელიც ამ კაცმა გააუბედურა – გადმოგვცენ და მერე ვილაპარაკოთ, რა დავხუროთ და რა არა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ზურაბ ადეიშვილის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას რეაქცია ექნება.
„ვეტინგებს და სხვა თემებს რომ ჩაგვჩიჩინებენ, ჩვენ, რომ ვხურავთ და ისინი არ გვახურვინებენ და გვეუბნებიან არ დახუროთო და თითს რომ გვიქნევენ, ვინც არ უნდა იყოს, ჯერ მიხედონ ადეიშვილს, უსასტიკეს დამნაშავეს, სისხლიან დამნაშავეს, მწამებელს და ადამიანების გაუპატიურების შემკვეთ დამნაშავეს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება დღეს ევროპის ქუჩებში. მას მიხედონ და ობიექტურობაზე მერე ვილაპარაკოთ. ამაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი რეაქციები გვექნება. უკვე მართლა ბოლო წვეთები გადმოდის იმ ფიალიდან, რომლის ატანაც არ შეიძლება, წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება, შენ გეუბნებოდეს ვიღაც, იცი რა, რომ ვეტინგს, რომელსაც ზურაბ ადეიშვილი ახორციელებს სადღაც სა თუ სხვა ქვეყანაში, უნდა დაეთანხმო და ამ დროს, პირდაპირი გაგებით სისხლისმსმელი ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქუჩებში. სანამ ვეტინგზე თითს დაგვიქნევენ, რომ იცი რა, ამ ვეტინგზე არ გაბედო და არ დახურო თემა, მანამდე ადეიშვილი გადასცენ საკუთარ ქვეყანას, რომელიც ამ კაცმა გააუბედურა. გადმოგვცენ და მერე ვილაპარაკოთ რა დავხუროთ და რა არა. არ შეიძლება მართლა ასეთი დამოკიდებულება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება