პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ.
გაწვევა მოხდება 1 აპრილიდან 15 დღის განმავლობაში. დაგეგმილია 150 ათასი ადამიანის გაწვევა. დოკუმენტი საჯარო ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.
1 იანვრიდან ახალი წესით გაწვევა ეხება 18-დან 30 წლამდე ასაკის პირებს. ადრე გაწვევის ასაკის ზედა ზღვარი 27 წლით იყო შეზღუდული. ს მოქალაქეებს, რომლებსაც გასული წლის დეკემბრის ბოლომდე შეუსრულდათ 27 წელი, არ გაიწვევენ.
სამსახურის ხანგრძლივობა ერთი წელია.
რუსეთის გენერალურმა შტაბმა მანამდე განაცხადა, რომ წვევამდელებს სთან საბრძოლო მოქმედების ზონაში არ გაიწვევდნენ. ოფიციალური მონაცემებით, წინა საშემოდგომო გაწვევის დროს სამხედრო სამსახურში 130 ათასი წვევამდელი გაიგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ