უკრაინაში 121 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს

უკრაინაში 121 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბმა გაავრცელა.
დაღუპულთა შორის 2 ზაპოროჟიის, 12 ლუგანსკსის, ხოლო 107 დონეცკის მიმართულებით იბრძოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები მებრძოლთა სხეულებს შესაბამის სამთავრობო უწყებებს გადასცემენ, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და ექსპერტები მათ ვინაობას დაადგენენ.
იდენტიფიკაციის შემდეგ დაღუპულთა ცხედრები ოჯახებს გადაეცემა.
წელს ში რეპატრიაციული ღონისძიებები მესამედ ჩატარდა – 15 მარტს 100 დაღუპული მებრძოლის ცხედარი, ხოლო 25 იანვარს 77 მეომარი ჩამოასვენეს.