ლევან ანთაძე – ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო – სად არის ის სამუშაო ადგილები, რომლებსაც ხალხს ჰპირდებოდით? რატომ უწევთ ადამიანებს ყოველდღე საზღვრის კვეთა 50-60 ლარისთვის?

ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვეთს საზღვარს სამსახურის საძებნელად და 50 ლარად მუშაობენ აქვე, საზღვრიდან ხუთ კილომეტრში. ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო – სად არის ის სამუშაო ადგილები, რომლებსაც ხალხს ჰპირდებოდით? რატომ უწევთ ადამიანებს ყოველდღე საზღვრის კვეთა 50-60 ლარისთვის? – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან ანთაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან ანთაძემ და ს საკრებულოს წევრმა რეზო ხარაზმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს;

ლევან ანთაძის განცხადებით – „ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვეთს საზღვარს სამსახურის საძებნელად და 50 ლარად მუშაობენ აქვე, საზღვრიდან ხუთ კილომეტრში. ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო – სად არის ის სამუშაო ადგილები, რომლებსაც ხალხს ჰპირდებოდით? რატომ უწევთ ადამიანებს ყოველდღე საზღვრის კვეთა 50-60 ლარისთვის? ამ კითხვებს უნდა უპასუხოს ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ. ქართველი ხალხი კი 2024 წელს აუცილებლად ჩამოაშორებს ივანიშვილს და მის ხელისუფლებას მართვის სადავეებს”, – განაცხადა ლევან ანთაძემ.

რეზო ხარაზის განცხადებით -„საქართველოში არ არის სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი აისახება თითოეული ჩვენგანის ოჯახებზე, ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ამოცანაა, რომ 2024 წლის ს შემდეგ ეს ადამიანები დავაბრუნოთ უკან, თავიანთ სახლებში, თავიანთ ოჯახებში. მათ აქ უნდა ჰქონდეთ სამუშაო ადგილები, თავიანთ ოჯახებში უნდა იყვნენ და ყოველ დილა-საღამოს არ უნდა უწევდეთ საზღვრის კვეთა სამსახურისთვის. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ს ლიდერობით ეს ერთხელ უკვე გაუკეთებია და ამას გავაკეთებთ ახლაც“ – განაცხადა რეზო ხარაზმა.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ