უცხოელ პატრონთა თითების დატკაცუნებაზე მზადაა, ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას და საქართველოს სრულ კოლონიად ქცევას

უცხოელ პატრონთა თითების დატკაცუნებაზე მზადაა დისკრედიტირება გაუწიოს და შემდეგ ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას, საბოლოო ჯამში კი საქართველოს სრულ კოლონიად ქცევას! – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პრეზიდენტ ს შესახებ სოციალურ ქსელში. ექსპერტის განცხადებით, ზურაბიშვილი იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორი სიფრთხილეა საჭირო პოლიტიკოსების შერჩევის დროს და რამდენად დამაზიანებელია ქვეყნისთვის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მოღალატეების დასმა.
“როგორც იქნა მოვიცილეთ აგენტი “ვეტოვიჩი” მარგველა! ვიფიქრეთ ამოვისუნთქეთ-თქო და უმალ გამოჩნდა ჩვენს მიერვე ტანკით მითრეული და იმ სკამზე უღირსად მჯდარი აგენტკა “ვეტოვნა” სალომე, რომელიც უმჭიდროეს უნისონშია გაღმელ-გამოღმელ პატრონებთან და ქვეყნის შიგნით მოქმედ მეხუთე კოლონასთან! ეს უშუბლძარღვოდ დაბადებული ნომრიანი “შპიონი”, უცხოელ პატრონთა ნებისმიერ თითების დატკაცუნებაზე მზადაა დისკრედიტირება გაუწიოს და შემდეგ ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას! საბოლოო ჯამში კი საქართველოს სრულ კოლონიად ქცევას! ეს ქალი მაგალითია იმისა, თუ როგორ სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ მომავალში პოლიტიკოსთა შერჩევის პროცესს! და რომ არ შეიძლება პოლიტშარლატანების, უსამშობლოების და მოღალატეების ჩვენივე ხელით უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე დაგდება!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.
Previous: კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში, ჩვენ მხარდამხარ ვივლით წინ ნატოს მიმართულებით

ასევე დაგაინტერესებთ

ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი არტემ დმიტრუკი: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე