გიორგი სიორიძე – იურიდიულ კომიტეტზე გაიმართება აბსურდის თეატრის მორიგი სპექტაკლი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწყობს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით – ჩემს წინააღმდეგ ბრალდებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო

დღეს იურიდიულ კომიტეტზე გაიმართება მორიგი სპექტაკლი იმ აბსურდის თეატრისა, რომელსაც აწყობს „ქართული ოცნება“ საქართველოში, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით – ჩემს წინააღმდეგ ბრალდებების კორიანტელი იყო, სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერმა მოადგილემ, „ლელოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს. ამასთან, როგორც სიორიძე აღნიშნავს, მმართველ გუნდს უნდა, რომ მას მიკერძოებულობა და პოლიტიკურად ანგაჟირებულობა დააბრალოს.
„მთელი ეს პროცესი იყო თავიდან ბოლომდე განზრახული და გამიზნული იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი. მათ გააგზავნეს ეს პროექტი ვენეციის კომისიაში, ჩამოვიდა დასკვნა, რომლის მსგავსიც არ ჩამოსულა საქართველოში იმდენად კრიტიკული იყო. ის ნიშნავდა, პირდაპირ, მარტივი ენით რომ ვთქვათ, შემდეგს – „დახიეთ თქვენი საარჩევნო რეფორმა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უკან გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს – ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვა დღეს დაიწყო. ს „მოტივირებულ შენიშვნებზე“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მსჯელობს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ვეტო მიმდინარე კვირაში იქნება დაძლეული.

ასევე დაგაინტერესებთ