რუსეთის თავდაცვის უწყება – უკრაინელი დივერსანტები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში შეჭრას შეეცადნენ

უკრაინელი დივერსანტები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში შეჭრას შეეცადნენ, მაგრამ მათი ქმედება ს ძალოვანმა უწყებებმა შეაჩერეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროებმა აღკვეთეს მტრის მცდელობა, შეეღწიათ ბელგოროდის ოლქის სოფელ სპოდარიუშინოს ტერიტორიაზე.
„საჰაერო დარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის შედეგად განადგურდა 195-მდე სამხედრო მოსამსახურე, ხუთი ტანკი, ოთხი ჯავშანტექნიკა, სამი თვითმავალი ნაღმების გამწმენდი რეაქტიული სისტემა და სამი საინჟინრო გამწმენდი მანქანა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, უკრაინელი დივერსანტები ასევე შეეცადნენ კურსკის ოლქის ტეტკინოს დასახლების ტერიტორიაზე შეჭრას.

ასევე დაგაინტერესებთ