„რა 2008 წელი, აქამდე საღათას ძილით ეძინათ თუ სად იყვნენ?” – ელისაშვილი „ხალხის ძალის“ განცხადებაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “მოქალაქეების” თავმჯდომარე „ხალხის ძალის“ განცხადებაზე:
“ხელისუფლება რომ შეიცვლება, მერე არ გამოვრიცხავ, რომ ომი მართლა გამოვიძიოთ. ოღონდ, ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის მერე რომ გაახსენდათ ისე კი არა, რეალურად ვინც დასასჯელია თავიდან ბოლომდე გამოვიძიებთ, ამას არ გამოვრიცხავ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ამათ ხელში რა გამოძიება, რა 2008 წელი, აქამდე საღათას ძილით ეძინათ თუ სად იყვნენ?” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ