რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ექვს ოლქში 65 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ს ექვს ოლქში 65 დრონი ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის სისტემებმა დრონები ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკის, ლენინგრადისა და რიაზანის ოლქებში გაანადგურა.
რუსული „ტელეგრამის“ არხები ინფორმაციას ავრცელებენ, რომ ბელგოროდში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.

ასევე დაგაინტერესებთ