გუბერნატორი – ბელგოროდში დრონი მერიის შენობას შეეჯახა, არიან დაშავებულები

უკრაინული დრონი ს ქალაქ ბელგოროდის მერიის შენობას შეეჯახა, დაშავდა ორი ადამიანი, – ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
„ბელგოროდში მტრის უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქის ადმინისტრაციის შენობას შეეჯახა. დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორეს კი მკურნალობა ადგილზე ჩაუტარდა”, – წერს გუბერნატორი „ტელეგრამ“ არხზე.
მისი ინფორმაციით, დრონი შენობის შესასვლელ შეეჯახა. ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ფასადი.
ცნობისთვის, დილით ბელგოროდის ოლქში სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა.
გლადკოვის ინფორმაციით, შებეკინოს დაბომბვისას სამი ადამიანი დაშავდა, ბელგოროდის რაიონზე თავდასხმის დროს კი კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ