კომპანიები საქართველოში, სადაც რუსული ინვესტიციები ჩაიდო – TOP 5

2023 წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 1.6 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულში მეხუთე პოზიცია დაიკავა ს ფედერაციამ, საიდანაც გასულ წელს საქართველოში ინვესტიციების სახით 88 მილიონი დოლარი შემოვიდა. ეს თანხა 2022 წელთან შედარებით 19%-ით ნაკლები იყო.
BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებშიც ყველაზე მეტი რუსული ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის პირველ ადგილზეა სს “პონტუსი”, რომელიც გონიოში Pontus-ის ახალ ხუთვარსკვლავიან აპარტოტელს და კურორტს აშენებს. კომპანიის საწესდებო დოკუმენტაციის თანახმად, “პონტუსის” კაპიტალის მოცულობა 94 მილიონ ლარს შეადგენს, კომპანიის აქციონერია რუსეთში, მოსკოვის ოლქში დაფუძნებული კომპანია “კედრი”.
უმსხვილეს რუს ინვესტორებს შორის მოხვდა IT კომპანია “ჯეთთიქლაუდი”, რომელიც ქლაუდ სერვისების გლობალური მიმწოდებელია. ბიზნეს რეესტრის თანახმად კომპანიის 100%-ის მფლობელია დავიდ სლონიმსკი. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წელს კომპანიის შემოსავალმა 150 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო წმინდა მოგებამ 14 მილიონი ლარი შეადგინა.