რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქში შეჭრა სცადეს

უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს, – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი იუწყება.
„დილიდან იბომბება გლუშკოვსკის რაიონის ტეტკინოს დასახლება. იყო გარღვევის მცდელობა სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მხრიდან, იყო სროლა, მაგრამ შეჭრა არ მომხდარა“, – განაცხადა რომან სტაროვოიტმა.
ცნობისთვის, მანამდე ს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე მასიური თავდასხმა სცადეს.
უწყების ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 25 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 11 – კურსკის ოლქის თავზე, 7 -ბელგოროდის ოლქში, ორ-ორ მოსკოვისა და ორიოლის და თითო-თითო ლენინგრადის, ბრიანსკისა და ტულას ოლქებში.
გარდა ამისა, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ქსტოვოს ინდუსტრიულ ზონაში ნავთობგადამამუშავებელ დანადგარს დრონით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ასევე, დღეს დილით, ბელგოროდის ოლქში „ვამპირის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 8 რაკეტა „ტოჩკა-უ“-ს ერთი რაკეტა ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ