მოსკოვის მერი დრონის „მოგერიებას“ იუწყება, ორიოლში ნავთობის რეზერვუარი იწვის

რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. მათ შორის მოსკოვის, ირიოლის და ბელგოროდის ოლქებზე.
ადგილობრივი დროით დილის 6 საათისთვის მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა „მოიგერიეს“ დედაქალაქისკენ მიმავალი დრონის შეტევა.
სობიანინის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ჩამოცვივდა მოსკოვის ოლქის ქალაქ რამენსკოეს ტერიტორიაზე, სადაც, წინასწარი მონაცემებით, არაფერი დანგრეულა და არავინ დაშავებულა.
დრონით დარტყმის შედეგად, ორიოლის ოლქში ხანძარი გაუჩნდა ნავთობის რეზერვუარს. ს სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ცეცხლის ჩასაქრობად საჭირო გახდა 60-ზე მეტი მეხანძრის და სპეციალური სახანძრო მატარებლის გამოძახება.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ბელგოროდის ოლქზეც. გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა ოთხი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდეს ბელგოროდის რაიონში, სადაც არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ენერგომომარაგება შეუწყდა შვიდ დასახლებულ პუნქტს.
გასული ღამის განმავლობაში ოთხი დრონის „ჩამოგდებას“ იუწყება კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი, რომელიც შედეგებს არ აკონკრეტებს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი „ჩამოაგდო“ ვორონეჟის ოლქშიც.
ს რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. კიევს სამიზნედ აქვს გამოცხადებული ყველა ის ობიექტი, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგებისთვის გამოიყენება.

ასევე დაგაინტერესებთ