ევროკავშირი Apple-ს 500 მლნ ევროთი დააჯარიმებს – Bloomberg

ევროკავშირი Apple-ისთვის ემზადება 500 მილიონი ევროს ოდენობით ანტიმონოპოლიური ჯარიმის დაწესებისთვის. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ევროკავშირი ემზადება ისტორიაში პირველად დააჯარიმოს Apple-ი და გააუქმოს App Store-ის წესები, რომლებიც ზღუდავს კონკურენციას.
გავრცელებული ინფორმაციით, 500 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა მომავალ თვეში გამოცხადდეს.
გამოძიება 2019 წელს შვედეთის Spotify Technology SA-ს საჩივრის შემდეგ დაიწყო, როცა კომპანია იძულებული გახდა გაეზარდა თვიური გამოწერის ფასი App Store-ის შეზღუდვებთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. 2023 წლის თებერვალში, ევროკომისიამ მიუთითა Apple-ის ეგრეთ წოდებულ კონტრზომების წესებზე და ამტკიცებდა, რომ ეს პირობები არასაჭირო იყო და მომხმარებლებისთვის ფასების ზრდა გამოიწვია