მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს მეორედ ხვდებამედპერსონალისა და მთავრობის მეთაურის შეხვედრა ეხება ექიმების მოთხოვნას, გაუქმდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის შესახებ.
როგორც ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა განუცხადა, შეხვედრას ასევე დაესწრებიან ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.
პრემიერის და მედპერსონალის პირველი შეხვედრა გუშინ შედგა. გუშინ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი არ დასწრებია. თითქმის 2-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა ექიმებმა თქვეს, რომ პრემიერს ინფორმაცია მიაწოდეს და კლინიკის შენობის დანგრევის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო არგუმენტებზე ესაუბრნენ.
„გვქონდა შესაძლებლობა, სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა პრემიერისთვის. ძალიან ყურადღებით გვისმენდა, შეკითხვებსაც გვაძლევდა. ხვალ კიდევ დამატებით შეგვხვდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება სასიკეთო”, – უთხრა რესპუბილური საავადმყოფოს ქირურგმა მალხაზ გაგუამ ჟურნალისტებს.