Ryanair ახალ ბაზას ხსნის და კიდევ 8 მარშრუტს ამატებს – Lowcostavia

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ახალი ბაზის გახსნის შესახებ გამოაცხადა. ის რეჯო კალაბრიაში (იტალია) განთავსდება. ახალ რეისებზე ფრენები 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამის შესახებ Lowcostavia იუწყება.
რეჯო კალაბრიიდან ყველა ფრენა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება.
ახალი მიმართულებების ჩამონათვალი ასეთია:
რეჯო კალაბრია – ბარსელონა 26 აპრილიდან – კვირაში 2-ჯერ იფრენს;
რეჯო კალაბრია – ბერლინი 28 აპრილიდან – კვირაში 2-ჯერ იფრენს;
რეჯო კალაბრია – ბოლონია 25 აპრილიდან – კვირაში 5-ჯერ იფრენს;
რეჯო კალაბრია – მანჩესტერი 28 აპრილიდან – კვირაში 2-ჯერ იფრენს;
რეჯო კალაბრია – მარსელი 26 აპრილიდან – კვირაში 2-ჯერ იფრენს;
რეჯო კალაბრია – ტირანა 27 აპრილიდან – კვირაში 2-ჯერ იფრენს;
რეჯო კალაბრია – ტურინი 25 აპრილიდან – კვირაში 4-ჯერ იფრენს;
რეჯო კალაბრია – ვენეცია 25 აპრილიდან – კვირაში 3-ჯერ იფრენს.
შეგახსენებთ, რომ Ryanair-მა ს მიმართულებით ფრენების გაუქმების შესახებ გამოაცხადა. დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ქვეყანაში ფრენები მხოლოდ ცოტა ხნის წინ – 1-ელ თებერვალს განაახლა.