სამხრეთ კორეა რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტზე კონტროლს აძლიერებს

მიმდინარე კვირაში, სამხრეთ კორეა, სანქციების გამო, აძლიერებს კონტროლს 682 ორმაგი დანიშნულების საქონელზე რუსეთსა და ბელარუსში.
ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხრეთ კორეამ თითქმის 700 საქონელი დაამატა, რეალური ან პოტენციური სამხედრო მიზნებისთვის, რუსეთსა და ბელარუსში მიწოდებისთვის აკრძალული საქონლის სიაში.
ახალი წესი საექსპორტო საქონლის სიას 1159-მდე გაზრდის. იგი მოიცავს მძიმე სამშენებლო ტექნიკის, ბატარეების, თვითმფრინავის კომპონენტებისა და ტექნიკის ექსპორტის აკრძალვას.
ახალ სიაში ასევე შედის მეორადი მანქანები 2000 კუბ. სმ ძრავით და მეტი, რაც სამხრეთ კორეის მანქანების რუსეთში ექსპორტის ძირითად ნაწილს შეადგენს. ცვლილებები ძალაში 24 თებერვლიდან შევა.
ამ საქონლის მიწოდება ორივე ქვეყანაში პრინციპულად აკრძალულია, თუმცა კორეის მთავრობა „გამონაკლის შემთხვევებს“ განიხილავს.