2023 წელს ბათუმში 973 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა – რა ღირს 1 კვ.მ?

2023 წელს ბათუმში 15,758 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.5%-იანი კლებაა. ამის შესახებ „გალთ&თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ. კვლევის თანახმად, აღნიშნული კლება 2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზით და მიგრაციული ნაკადების შესუსტებით აიხსნება.
„გაყიდვების მაჩვენებელი 29.6%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებლებს. ტრანზაქციების უმეტესობა (მთლიანის 42.0%) დარეგისტრირებული იყო ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ ამ უბანში ტრანზაქციების 60.1% პირველად ბაზარზე განხორციელდა. ამის მიზეზი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტების კონცენტრაციაა – ბათუმში მიმდინარე 155 საცხოვრებელი პროექტიდან 67 ახალ ბულვარში ხორციელდება“ – წერია კვლევაში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2023 წლის ბოლოსთვის ბათუმში ბინების ფასების წლიური ზრდა პირველად ბაზარზე თითქმის ორჯერ მაღალი იყო, ვიდრე მეორადზე. კვლევის თანახმად, გასაყიდი ბინის 1 კვადრატული მეტრის მინიმალური ფასი ამჟამად 850 დოლარია, მაშინ როცა 2021 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 550 დოლარი იყო.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ