ვანო მაჭავარიანი – რატომ არ არის ქალბატონი სალომე უფრო ღია და მკაფიო? რა უშლის ხელს? თუ ამბობს A-ს, თქვას B-ც

თუ ქალბატონი პრეზიდენტი აპირებს, როგორც ევროპელმა ექსპერტმა, ზოგადად გვესაუბროს, ეს მოვისმინეთ, მაგრამ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, აქვს ვალდებულება, დეტალურად აღწეროს საფრთხეები და მთავრობასთან დააყენოს საკითხი, რეალურად რაზეა საუბარი, თორემ, ხომ ხედავთ მთავრობის რეაქცია რა იყო? იმის მაგივრად, რომ პასუხისმგებლობა აეღოთ, იმ წუთში გადააბრალეს მას [პრეზიდენტს] და ოპოზიციას, რომ თურმე თვითონ არიან ს გავლენის აგენტები, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც რუსეთის მხრიდან არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადება შეაფასა.
მაჭავარიანის აზრით, მიუნხენის კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილს ყველა სწორი აქცენტი და გზავნილი ჰქონდა, რაც საქართველოს სჭირდება.
„სამწუხაროა, რომ ამას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც არ მისცეს უფლებამოსილება, რომ ეს განცხადებები, რომელიც პროევროპულია და რუსეთის დასაგმობადაა, მისი [მთავრობის] სახელით ისაუბროს. დღევანდელი ხელისუფლება ერიდება უმაღლეს დონეზე დაესწროს ფორმატს, რომელიც უკავშირდება ევროპულ პერსპექტივას და უსაფრთხოების თემებს, სადაც რუსეთი ნეგატიურადაა წარმოდგენილი. საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა შეხვედრების და ხელის ჩამორთმევის დონეზეა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ახერხებს და საუბრობს ამ თემებზე ღიად პანელურ დისკუსიებზე, სადაც არის არაკომფორტული კითხვებიც, მათ შორის ს პატიმრობაზე და შეწყალებაზე, ასევე რუსულ საფრთხეებსა და ჰიბრიდულ ომზე. ცხადია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მიუნხენის კონფერენციაზე დასწრებას თავი აარიდა“,- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
ამასთან, მაჭავარიანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა არა მიკიბულ-მოკიბულად, არამედ ღიად უნდა ისაუბროს.
„სალომე ზურაბიშვილმა ისაუბროს, ოღონდ მიკიბულ-მოკიბულად კი არა. ანგარიშშიც პირდაპირ წერია, რომ პრორუსი ოლიგარქი საქართველოს ევროპულ განვითარებას ხელს უშლის. ამაზე რატომ არ ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა, ეთანხმება ამას თუ – არა? ზოგჯერ ისე საუბრობს, თითქოს ევროპელი ბიუროკრატია.
რატომ არ არის ქალბატონი სალომე უფრო ღია და მკაფიო? რა გიშლით ხელს? თქვენ რაღაც პრობლემები გაქვთ, რომ ღიად ისაუბროთ? თუ ამბობთ A-ს თქვით B-ც. ქართველი ხალხის სახელით რომ საუბრობთ და მიიწებეთ ეს სახელი, სხვა პრობლემებზეც ისაუბრეთ. ხომ არჩეულია ეს ხელისუფლება და ხომ გიშლით ხელს – თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ პრობლემებს ქმნიდნენ ამ 12 პუნქტის შესრულებაზე და კანდიდატის სტატუსის მიღება- არმიღება კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ახლა 9 პუნქტთან დაკავშირებით როდესაც გამოდიხართ და ამბობთ, რომ არც ამის გამკეთებლები არიან, ღიად რატომ არ საუბრობთ? ეს არის მიუნხენის კონფერენციის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ღიად ისაუბრო, რასაც რეალურად შენგან ელიან და არა მიკიბულ-მოკიბულად“,- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
გარდა ამისა, მაჭავარიანმა ისაუბრა ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესზე და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ხელისუფლება, „რომელიც რეალურად აპირებს ქვეყნის წაყვანას მოლაპარაკების დაწყებისკენ“.
„მოსახლეობამ უნდა დასვას კითხვა – იმის ფონზე, რაც ამ წლების განმავლობაში მოხდა: კანდიდატის სტატუსი მივიღეთ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებით და ქართველი ხალხის დამსახურებით, როდესაც 8 მარტს გამოვიდა და უარი უთხრა დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყნის ე.წ. დაპაუზებას ევროპულ გზაზე – ეს ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელიც მიიყვანს საქართველოს ევროკავშირის წევრობამდე? ყველაფერს რასაც აკეთებენ, მათ შორის კობახიძის დანიშვნა, მიანიშნებს იმას, რომ არ არიან. ამის მზაობა არაა. უბრალოდ, ამ პროცესს გაწელავენ მაქსიმალურად. ამაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი და ამიტომ საუბრობს კოალიციურ მთავრობაზე. რაღაც ფორმით ეს უნდა შეიცვალოს იმ ძალებით, რომლის რეალურ ინტერესშიც არის ევროპული დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბება. დღევანდელ „ქართულ, ოცნებას“ ამის რესურსი აქვს, მაგრამ ივანიშვილის დაბრუნებით გამოჩნდა, რომ არსად წასვლას არ აპირებენ და არ აპირებენ არავისთან კოალიციის შექმნას. უნდათ ერთპარტიულად მართონ და ევროკავშირს მუდმივი ულტიმატუმით ესაუბრონ“,- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის თქმით, „ჩვენ [რუსეთის ჩარევის] საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო ა“.
„დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით