ლიეტუვის პრემიერი – მოდით, ახლავე შევაიარაღოთ უკრაინა!

რუსეთს არ აქვს სიტყვის უფლება ევროკავშირისა და ნატოს გადაწყვეტილებებში. მოდით, ახლავე შევაიარაღოთ , რათა საბოლოოდ გადავცეთ ეს გზავნილი, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა.
„დღეს უკრაინა პატივს მიაგებს “ზეციური ასეულს“ – ღირსების რევოლუციის გმირებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს დემოკრატიული უკრაინისა და ერის უფლებისთვის, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს თავიანთი ქვეყნის ს „გავლენის სფეროს“ წყვდიადში ჩათრევის მცდელობას, რაც კრემლის სახელმძღვანელოში ნიშნავს ლიცენზიას დამორჩილებისთვის, მკვლელობის და წამებისთვის“, – აღნიშნა ლიეტუვის პრემიერმა.
მისი თქმით, 10 წლის შემდეგ უკრაინის გზავნილი იგივე რჩება: რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება უკრაინის ხალხის გადაწყვეტილებებზე.
„რუსეთს არც ევროკავშირისა და ნატოს გადაწყვეტილებებში აქვს სიტყვის უფლება. მოდით, ახლავე შევაიარაღოთ უკრაინა, რათა საბოლოოდ გადმოვცეთ ეს გზავნილი“, – აღნიშნა ლიეტუვის პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ