უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო

რუსეთის არმიამ ზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს, 20 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 23 ე.წ. დამრტყმელი დრონი.
საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 23-ვე ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა დნიპროს რაიონში სამი სახლი დააზიანა.
პოლტავის ოლქის კრემენჩუგის რაიონში ხანძარი გაჩნდა სამრეწველო ობიექტის ტერიტორიაზე. რომელ ობიექტზე, ადგილობრივი ხელისუფლება არ აკონკრეტებს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
ს მხრიდან სარაკეტო შეტევის საფრთხის გამო, დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა კიევში და რამდენიმე ოლქში. როგორც უკრაინული მედიასაშუალებები წერენ, განგაში 17 წუთს გაგრძელდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა განახორციელეს ორი მართვადი საზენიტო რაკეტით. მათი მოგერიება ვერ მოხერხდა. სარაკეტო დრტყმების შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
დრონებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. მისი ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დღეს დილით 2 უკრაინული დრონი გაანადგურეს ბრიანსკის და კალუგის ოლქებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შედეგების შესახებ არაფერს ამბობს.
მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

ასევე დაგაინტერესებთ