რუსული მხარის ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ბრიანსკის ოლქის თავზე სამი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას ს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა „ტელეგრამ“ არხზე განმარტა, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და დაზიანება და ნგრევა არ მომხდარა.

ასევე დაგაინტერესებთ