ქართული დაფნა შესაძლოა ევროპულ ბაზარზე გავიდეს – რა მოლოდინი აქვთ ფერმერებს სამეგრელოში

დაფნის (ურცი, ბეგქონდარა, დაფნის ფოთოლი, კარი და დანარჩენი სუნელ-სანელებლები, კოჭას, ზაფრანას და ტურმერიკის გარდა) იმპორტი ბოლო ხუთ წელიწადში 20.17%-ით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოდან 18 183 950 დოლარის ღირებულების 6 315.29 ტონა უცის, ბეგქონდარას, დაფნის და დანარჩენი სუნელ-სანელებლების ექსპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.2-ჯერ მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ წლების მანძილზე, მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები ჩინეთი, და არიან.
3 ექსპორტიორი ქვეყანა ბოლო ხუთი წლის მონაცემებით:
2019
რუსეთი – $3 941 150 (1 849.63ტ); ჩინეთი -$ 3 541 420 (1 727.53ტ); უკრაინა -$ 1 477 190 (735.34ტ)
2020
რუსეთი – $4 123 190 (1 694.60ტ); ჩინეთი -$ 3 582 770(1 623.55ტ); უკრაინა -$ 1 491 800 (721.29ტ)
2021
რუსეთი – $4 228 000 (1 726.87ტ); ჩინეთი -$ 3 144 810 (1 627.35ტ); უკრაინა -$ 1 150 830 (570.99ტ)
2022
ჩინეთი – $4 930 450 (2 282.45ტ); რუსეთი -$ 4 538 940 (1 603.33ტ); უკრაინა -$ 1 196 700 (579.91ტ)
2023
ჩინეთი – $10 043 800 (3 423ტ); რუსეთი -$ 5 483 380 (1 725.36ტ); უკრაინა -$ 1 056 010 (426.21ტ)
„კომერსანტი“ დაინტერესდა ქართულ ბაზარზე არსებული რეალობით და დეტალების გასარკვევად, დაფნის სანერგე მეურნეობასა და გადასამუშავებელ ქარხანას დაუკავშირდა.
დაფნის სანერგე მეურნეობა ხობში, სოფელ პირველ მაისში მდებარეობს. მეურნეობაში გაერთიანებულია 7-8 ოჯახი და წლიურად დაახლოებით 150-200 ათას ნერგს ყიდიან, ხოლო ქარხანაში 30-40 ტონა დაფნას აბარებენ.
„ჩვენი დაფნის სანერგე მეურნეობა მდებარეობს ხობის რაიონ, სოფელ პირველ მაისში. დაფნა ჩვენში ტრადიციული კულტურაა, რომელსაც ოდითგანვე, ჩვენი წინაპრებიდან მოყოლებული, ვაწარმოებთ. ყოველთვის მიმდინარეობდა ნერგების მოყვანა, გაყიდვა, დაფნის პლანტაციების გაშენება და დაფნასთან დაკავშირებით ყველაფერი ზედმიწევნით ცნობილია ჩვენთვის.
არ ვართ არც შპს და არც სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სტატუს მინიჭებული კომპანია. ჩვენ სახლის პირობებში, გვაქვს ნაკვეთები და მანდ მოგვყავს დაფნის ნერგები, რომლებსაც ვყიდით.
პლანტაციებში დაფნა მოგვყავს, ვყიდით ნერგებს, თესლებს და დაფნის ფოთლებსაც (როგორც ხმელს, ისევე ნედლს).
ამ სანერგე მეურნეობაში გაერთიანებული ვართ 7-8 ოჯახი, რომლებიც ერთობლივად ვაწარმოებთ დაფნას. ჩვენი უბნიდან (ამ ოჯახებიდან) დაახლოებით წლიურად 150-200 ათასი ნერგი იყიდება. ქარხნებში საშუალოდ 30-40 ტონას ვაბარებთ,“- აღნიშნა აკაკი ჯობავამ.
ფერმერის თქმით, მოთხოვნა და დაინტერესება დაფნაზე ყოველწლიურად იზრდება.
„ჩვენი სანერგე მეურნეობა 4-5 ჰა-ზეა გაშენებული. სადაც დაფნა მოდის, ყველგან გაშენებული გვაქვს და ტერიტორია სრულად ათვისებულია. ბუნებრივი მდგომარეობა არ გვაძლევს მეტის საშუალებას (მთიანი ადგილია).
დაფნაზე მოთხოვნა და დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. ჩვენს სოფელში ძალიან ბევრი ჩამბარებელი პუნქტია, სადაც ვაბარებთ დაფნას. შესაბამისად, ექსპორტზე გატანის საჭიროება ჯერჯერობით არ გვქონია, თუმცა შორეულ პერსპექტივაში, ექსპორტზე გატანასაც განვიხილავთ.
მოთხოვნა დიდია ხობში (ხობი ერთადერთია საქართველოს მასშტაბით, სადაც ყველაზე მეტი დაფნა იწარმოება), სენაკსა და ზუგდიდში. დაინტერესება გაიზარდა გურიიდან (ჩოხატაური, ოზურგეთი). ასევე, გამოვყოფდი თერჯოლას, ზესტაფონს და ბაღდათს. სხვადასხვა რეგიონიდან დაინტერესება არის, თუმცა ჯერჯერობით მაინც სამეგრელო ლიდერობს“.
როგორც ფერმერმა, აკაკი ჯობავამ განაცხადა, ამ ეტაპზე, 1 კგ გამომშრალი დაფნის ფოთლის ფასი 7-8 ლარამდე მერყეობს.
„ამ ეტაპზე, 1 კგ გამომშრალი დაფნის ფოთლის ფასი 7-8 ლარამდე მერყეობს. 1 კგ დაფნის თესლის ღირებულება სექტემბრიდან იწყება 10 ლარიდან და თებერვლის ბოლოს 50 ლარამდე ადის.
რაც შეეხება ნერგს, 1000 ძირის საშუალო ღირებულება არის 1700 ლარი. ზოგადად 1,2,3 წლიან ნერგებს ვყიდით, თუმცა ძირითადად სტანდარტული, 2 წლიანი ნერგებია მოთხოვნადი. დაფნასთან დაკავშირებული ყველა პროცესი, სექტემბრიდან იწყება და მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება.
თუ ის ფასი და დაინტერესების ტენდენცია გაგრძელდა, რაც ახლა დაფნას აქვს, ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩვენც გავფართოვდებით“.
დაფნის გადამამუშავებელი საწარმო „შპს ხარება დაფნა“ დაბა ჩხოროწყუში მდებარეობს. 2020 წელს გაიხსნა და 8 მუდმივი, ხოლო სეზონზე 20 თანამშრომელი ჰყავს.
როგორც გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, წლის მანძილზე 200 ტონამდე დაფნას გადაამუშავებენ და სრულად ექსპორტზე არიან ორიენტირებულები.
„წლიურად 200 ტონამდე დაფნას ვიღებთ. თვის მანძილზე დაახლოებით 20 ტონა დაფნის გამზადება შეგვიძლია საექსპორტოდ. ექსპორტზე თვეში ერთი კონტეინერი, დაახლოებით 18 ტონა გაგვაქვს. ჩვენს გვაქვს დაფასოების აპარატი, რომელიც არავის არ აქვს საქართველოში. შეგვიძლია დავაფასოოთ 10 გრამიანი შეფუთვებიც, თავისი ეტიკეტირებით,“- აღნიშნა მან.
თემურ ვეკუას თქმით, ექსპორტიორი ქვეყანა ამ ეტაპზე ჩინეთია, თუმცა ევროპის ბაზარზე გასვლასაც გეგმავენ.
„დაფნა ექსპორტზე გაგვქონდა უკრაინასა და ბელარუსში. ერთხელ რუსეთშიც გავიტანეთ. თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენი ექსპორტი სრულად ჩინეთში გადის.
გაგვქონდა უკრაინასა და ბელარუსში. ერთხელ რუსეთშიც გავიტანეთ. ახლა მხოლოდ ჩინეთში გაგვაქვს. ვეძებთ ახალ საექსპორტო ბაზარსაც. ჩვენი დაფასოებული პროდუქციის გატანას ევროპის ბაზარზე ვგეგმავთ.
რაც შეეხება საექსპორტო ფასს, $2.5-3 ფარგლებში მერყეობს,“- აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.