ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს – მამუკა მდინარაძე

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენი ქვეყნის ისტორია ასეთია – როდესაც ძალიან გაგვიჭირდებოდა, საფრთხე დაემუქრებოდა იდენტობას, ღირსებას, სულიერებას, ფიზიკური გადარჩენა დგებოდა დღის წესრიგში, ყოველთვის ჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამ ისტორიული ამოცანის გადაჭრას სათავეში ჩაუდგებოდა ხოლმე…
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს, მას და მის განსაკუთრებულ ოჯახს ბედნიერებას და ჯანმრთელობას, კიდევ ბევრ წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ როგორც პერსონალურად, ასევე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, – წერს მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი არტემ დმიტრუკი: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე