Crosty-ის ფიზიკური მაღაზია იხურება, ბრენდი განვითარების ციფრულ სტრატეგიაზე გადადის

პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული კომპანიის, Crosty-ის კონცეპტუალური მაღაზია, რომელიც თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, 1-ელ მარტს დაიხურება. ბრენდი პრიდუქციის გაყიდვას ონლაინ განაგრძობს და უმეტესწილად, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გადაეწყობა, – აღნიშნული ინფორმაცია Crosty-ის თანადამფუძნებელმა, შოთა მიქაიამ დაგვიდასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ