ევროკავშირს სურს, რომ იმ ჩინურ კომპანიებს დაუწესოს სანქციები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან – Bloomberg

ევროკავშირს სურს, რომ იმ ჩინურ კომპანიებს დაუწესოს სანქციები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
აღნიშნულია, რომ თუ ეს წინადადება დამტკიცდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი, ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ჩინურ კომპანიებს დაუწესებს შეზღუდვებს.
ევროკავშირის სანქციების წინადადების პროექტში ასევე ნახსენებია კომპანიები ჰონგ კონგიდან, სერბეთიდან, ინდოეთიდან და თურქეთიდან, წერს Bloomberg-ი.
კერძოდ, შემოთავაზებულია აიკრძალოს ევროპულ კომპანიების სანქციების სიაში შეყვანილ კომპანიებთან ვაჭრობა, რათა გამოირიცხოს რუსეთის მიერ აკრძალული საქონლის შეძენის შესაძლებლობა მესამე ქვეყნების კომპანიების მეშვეობით.
ევროკავშირმა მანამდე შესთავაზა სანქციების სიაში რამდენიმე ჩინური კომპანიის შეყვანა, მაგრამ ეს წინადადებები ბლოკის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ უარყო.
წინადადებები მოიცავს 3 ჩინურ კომპანიას და თითოს ინდოეთიდან, შრი-ლანკადან, სერბეთიდან, ყაზახეთიდან, ტაილანდიდან, თურქეთიდან და ჰონგ კონგიდან.