ევროკავშირში გაკოტრებული კომპანიების რიცხვი 2023 წლის IV კვარტალში 4,4%-ით გაიზარდა

ევროკავშირში გაკოტრებული კომპანიების რაოდენობა 2023 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Eurostat იტყობინება.
ივლის-სექტემბერთან შედარებით მათი რაოდენობა 0,6%-ით გაიზარდა. ამასთან, მესამე კვარტალში წინა სამ თვესთან შედარებით 9,4%-იანი კლება დაფიქსირდა.
გაკოტრების რაოდენობის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა ტრანსპორტისა და სასაწყობო მომსახურების სექტორში (+9,3% კ/კ), ვაჭრობაში (+7,7%) და სასტუმროსა და კვების სექტორში (+1,1%).
გადახდისუუნარო კომპანიების რაოდენობის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში (-15%) და მრეწველობაში (-7,4%).
ამასთან, ოქტომბერ-დეკემბერში ახალი კომპანიების რეგისტრაციების რაოდენობა წინა სამ თვესთან შედარებით 0,1%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ზედიზედ მეოთხე კვარტალში მატულობს.