უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის მიღებას არ თანხმდება – FT

ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრაზე უნგრულმა მხარემ ს წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმების პროცესი დროებით დაბლოკა. ამის შესახებ The Financial Times წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
წყაროების ინფორმაციით, ბუდაპეშტი ახალ სანქციებს ჩინური კომპანიების ახალ პაკეტში შეყვანის გამო ეწინააღმდეგება. ბრიუსელის ცნობით, გარკვეული ჩინური კომპანიები რუსეთს ში ომის წარმოებაში ეხმარებიან.
გაზეთის წყაროს ცნობით, უნგრეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ახალი სანქციების პაკეტის წინადადებების გასაანალიზებლად დამატებითი დრო მოითხოვა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მე-13 პაკეტს ამზადებს. EU Observer-ის ცნობით, მასში შესაძლოა 193 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე