“საიდან მოიტანეთ რუსეთის დახმარება. ვის თავში იხარშება ეს აზრები” – ირმა ბერიძე

“ქართული ოცნება” უარყოფს კრემლის მიერ ცხინვალისთვის ახალი დირექტივის მიცემას და მომხდარს აბსურდს უწოდებს – უმრავლესობის წარმომადგენელი, რიმა ბერიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობასა და ს ფედერაციას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.
რა “ქართულ ოცნებას” რუსეთი ეხმარება. გამორიცხულია. “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ, მაგრამ საიდან მოიტანეთ რუსეთის დახმარება. ვის თავში იხარშება ეს აზრები”, – ამბობს რიმა ბერიძე.
ცნობისთვის, მოსკოვმა ცხინვალს ახალი დირექტივა მისცა. რომლის მიხედვით, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას დაევალა, ე.წ. საარჩევნო კამპანია იმგვარად ჩაატაროს, რომ ქართულ ოპოზიციას კრიტიკის მიზეზი არ დაუტოვონ.
გამოცემა “ეხო კავკაზის” ჟურნალისტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი წინასაარჩევნო დებატებში ე.წ. საზღვრის საკითხის გადახედვისა და რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის საკითხს არ გააჟღერებენ..

ასევე დაგაინტერესებთ