ბიტკოინი $52 000–იან ნიშნულს გადასცდა

15 თებერვალს, Binance-ის ბირჟაზე ბიტკოინის (BTC) კურსმა $52 000-ს გადააჭარბა. BTC-მა $50 000-იან ნიშნულს 2021 წლის ბოლოს მიაღწია, როდესაც კრიპტოვალუტის ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია.
სტატიის გამოქვეყნების მომენტში ბიტკოინის ფასი $52 063-ია.
ბოლო 7 დღის განმავლობაში მისი ფასი 17%–ით არის გაზრდილი.
ბიტკოინის კაპიტალიზაცია კვლავ ასცდა ტრილიონიან ნიშნულს და დღეს, 15 თებერვალს, მისი მოცულობა $1,02 ტრლნ–ს შეადგენს.
კაპიტალიზაციით სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum (ETH) ასევე გაიზარდა და მისმა კურსმა 2786 დოლარს გადააჭარბა, მაგრამ მისი ზრდის დინამიკით ბიტკოინს ჩამორჩება.