„თურქეთიდან და რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქცია დაბალი ხარისხით გამოირჩევა” – ვითარება ცხოველთა კვების ბაზარზე

ძაღლებისა და კატების საკვების (საკვები ძაღლებისა და კატებისთვის, საცალო ვაჭრობისათვის დაფასოებული) იმპორტი ბოლო ხუთ წელიწადში 87.65%-ით გაიზარდა.
2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში 23 323 870 დოლარის ღირებულების 15 561.07ტონა ძაღლებისა და კატების საკვების იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.88-ჯერ მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ წლების მანძილზე, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა იყო, თუმცა 2023 წელს თურქეთი დაწინაურდა.
წელს იმპორტირებული პროდუქციის 23.76% თურქეთზე მოდის. მეორე ადგილზეა პორტუგალია, რომელზედაც იმპორტის 17.03% მოდის, ხოლო მესამე პოზიციას ესპანეთი იკავებს 15.67%-ით.
4 ქვეყანა ბოლო ხუთი წლის მონაცემების მიხედვით
2019
რუსეთი-$3 044 400 (2 961.96 ტ); ესპანეთი-$ 2 158 050 (2 813.73 ტ); პორტუგალია-$ 355 800 (683.96 ტ); საფრანგეთი$1 417 060 (613.64 ტ).
2020
რუსეთი-$3 368 390 (3 671.35 ტ); ესპანეთი-$ 1 769 590 (2 232.74 ტ); თურქეთი$ 634 190 (908.73 ტ); პორტუგალია-$467 570 (854.18 ტ).
2021
რუსეთი-$4 571 070 (5 061.49 ტ); ესპანეთი-$ 2 184 370 (2 590.66 ტ); თურქეთი-$ 1 279 740 (1 599.31 ტ); პორტუგალია-$874 470 (1 363.93 ტ).
2022
რუსეთი-$4 789 410 (3 864.16 ტ); პორტუგალია-$ 2 168 720 (2 839.09 ტ); ესპანეთი-$ 2 576 590 (2 625.56 ტ); თურქეთი-$2 460 930 (2 171.34 ტ).
2023
თურქეთი-$4 918 830 (3 697.27 ტ); პორტუგალია-$ 2 312 360 (2 649.49 ტ); ესპანეთი-$ 2 873 790 (2 437.75 ტ); რუსეთი-$3 067 410 (1 914.48 ტ).
„კომერსანტი“ ბაზარზე არსებული მდგომარეობის გასარკვევად იმპორტიორ კომპანიებს დაუკავშირდა. მათ შორის „დიბაქ საქართველოს“. კომპანიის დირექტორის, კახაბერ სამადაშვილის თქმით, თურქეთიდან და რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქცია დაბალი ხარისხით გამოირჩევა.
„ცხოველთა კვება ესპანეთიდან შემომაქვს. ხარისხზე ვართ ორიენტირებულები და არაგენმოდიფიცირებული პროდუქცია შემოგვაქვს ესპანეთიდან.
თურქეთიდან შემოსული პროდუქცია ნაკლებად ხარისხიანი და შესაბამისად იაფიცაა. იქიდან შემოტანილ პროდუქციას, ცხიმის და პროტეინის შემცველობა რაც აწერია, რეალურად განსხვავებული აქვს. ქარხნები აყალბებენ მონაცემებს. რუსული პროდუქციის შემთხვევაშიც, ანალოგიური მდგომარეობაა.
ჩემი გამოცდილებით, ქარხნებში რომ დავდიოდი, ვისთანაც თანამშრომლობა მინდოდა, ვეუბნებოდი რომ პროტეინისთვის და ცხიმისთვის დაეწიათ და ვინც მთანხმდებოდა, მაგასთან ვთანამშრომლობ.
პროდუქცია შემომაქვს მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ყოველ ორ თვეში ერთხელ. ერთჯერადად 25 ტონამდე,“- აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა – ირაკლი კობახიძე