დონეცკის ოლქში ცეცხლის ქვეშ მოექცა სამშობიარო სახლი, დაიღუპა სამი ადამიანი

უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოში გასულ ღამით, ს იერიშის შედეგად დაზიანდა საავადმყოფოს შენობა, არიან დაღუპულები და დაჭრილები – იუწყებიან უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახური და დონეცკის ოლქის პოლიცია.
გავრცელებული ცნობებით, სროლის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება, სადაც 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა, დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაიჭრა კიდევ ექვსი პირი. უკრაინის წარმომადგენელთა ცნობით, ნანგრევებიდან მოხერხდა ექვსი თვის ჩვილის გადარჩენა, პაციენტები სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
საერთო ჯამში, დონეცკის ოლქის უკრაინის მიერ კონტროლირებულ ნაწილებში გასული დღე-ღამის განმავლობაში დაიღუპა სულ მცირე ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს