თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წლის იანვარში 287 637 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის იმავე თვის მონაცემებზე 25%-ით მეტია.
როგორც თბილისის და ს საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia -ში განმარტავენ, ბათუმის აეროპორტი მიმდინარე წლის იანვარში 29 178 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის იმავე თვის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში გასულ წელსაც აღინიშნებოდა მგზავრთნაკადის ზრდა. ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთა ნაკადის კუთხით, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, ავიაკომპანია wizz Air -ით 1,5 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა.
წყარო:avia.ge

ასევე დაგაინტერესებთ