„დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ შემოსავალმა 2023 წელს 10 მლნ-ს გადააჭარბა

სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ინფორმაციით, 2022 წლის შემოსავალმა შეადგინა – 8,073,100.00 ლარი, ხოლო 2023 წლის შემოსავალმა – 10,507,200.00 ლარი. ამის შესახებ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან“ „ინტერპრესნიუსს“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობა.
სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ მიერ დაქვემდებარებაშია შემდეგი დაცული ტერიტორიები: პრომეთეს მღვიმე, თბილისის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, სათაფლია, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, მტირალას ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, მაჭახელას ეროვნული პარკი, ჭაჭუნას აღკვეთილი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, ჯავახეთის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ტერიტორიები, ნავენახევის მღვიმე, კინჩხას ჩანჩქერი, მარიამჯვარის დაცული ტერიტორიები, თეთრა მღვიმე, წალკის კანიონი, აჯამეთის აღკვეთილი და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი.
წყარო: ინტერპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა – ირაკლი კობახიძე