ზურა ხაჩიძე: ვიცი, როგორ სუფთად გაიარა გზა ერის კაცობიდან ღირსეულ მოძღვრამდე!

ზურა ხაჩიძე მამა შალვა კეკელიას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს.

„ერის კაცობიდან ვიცნობ და ვიცი მისი გული და სული, ვიცი როგორ უყვარს ადამიანები, საქართველო და ვიცი, როგორ სუფთად გაიარა გზა ერის კაცობიდან ღირსეულ მოძღვრამდე!

ყოველთვის ვიტყვი – ღმერთმა გვიმრავლოს მამა შალვასნაირი საქართველოზე გულმხურვალედ შეყვარებული მოძღვრები! (მადლობა უფალს ესეთი მეგობრისთვის).

დალოცოს და ძალა მისცეს უფალმა! ამინ“, – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ