9 ხელმომწერი კი ჰყავს, მაგრამ მეტი მხარდამჭერი ჰყავს – ბესელია დარწმუნებულია, რომ უვადო მოსამართლეების დანიშვნის შეჩერების შესახებ ინიციატივა ძალაში შევა

საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ხუთი წლით გადავადება – ჯერ უცნობია დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობა ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ ცვლილებების პროექტს.

სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის წევრები მას შემდეგ მიიღებენ, რაც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა კიდევ ერთხელ გაიმართება.

თავად ბესელია კი ამბობს, რომ მის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ხელმომწერი დეპუტატების გარდა კიდევ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და დარწმუნებულია, რომ ცვლილებები კანონში შევა.

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია კრიტიკა, რომელიც ამ პროექტის შესახებ ისმის. ბესელიას თქმით, მან კანონპროექტი სწორედ უმრავლესობის სხდომაზე წარადგინა, თუმცა მაშინ თანაგუნდელების მხრიდან პრინციპული წინააღმდეგობა არ ყოფილა. ბესელია დარწმუნებულია, რომ  მოსამართლეების უვადოდ გამწესების შეჩერებას ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

“9 ხელმომწერი კი ჰყავს, მაგრამ მეტი მხარდამჭერი ჰყავს”-ამბობს ბესელია.

">