ბელარუსული მედიის ცნობით, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო შეშის ჩეხის დროს დაშავდა. როგორც ერთ-ერთი გამოცემა წერს, 20 იანვარს ლუკაშენკო მანქანათმშენებელ ქარხანა Belgee-ს ესტუმრა, სადაც თქვა, რომ “80 კილოგრამიანი მორი ტერფზე დაეცა.”
“შეშას ვჩეხავდი და 80 კილოგრამიანი მორი დამეცა ტერფზე….ვიარე, ვიარე – თითქოს არაფერი…” – ამბობს ლუკაშენკო.
მიღებული დაზიანების გამო, ლუკაშენკომ მოგილევის ოლქში დაგეგმილ ჰოკეის ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო.
