,, 7-დან 6 დრიბლინგი როცა არ გამოსდის, უნდა შეცვალო, გინდაც კვარაცხელია იყოს” – ლაშა ბერულავა

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ევრო20204-ზე საქართველოს ნაკრების თამაშს ეხმაურება:
,,შენიშვნები:
ჩაკვეტაძემ სწორად გაშალა ხელები გაკვირვებისგან – მე მცვლითო?
წიტაიშვილი კრიტიკას ვერ უძლებდა.
კვარაცხელია საერთოდ გინდ გვყოლია, გინდ არა – 7-დან 6 დრიბლინგი როცა არ გამოსდის, უნდა შეცვალო, გინდაც კვარაცხელია იყოს.
ზივზივაძეს რომ ტრავმა ჰქონდა, მესმის, მაგრამ მაინც გაქაჩავდა, მეორე ტაიმის დასაწყისიდან მაინც.
მამარდაშვილი სწორად მოიქცა, როცა მეტოქის საჯარიმო მოედანზე ჩავიდა, ჩემი აზრით.
ზოგადად, ძალიან თანაბრად და კიდევ უკეთაც ვეთამაშეთ, უბრალოდ, თურქებს უფრო გაუმართლა.
ანგარიში უსამართლო იყო, მინიმუმ, ფრეს ვიმსახურებდით.
დავმარცხდით სახელოვნად – ეს არაა ხელწამოსაკრავი ამბავი.
მაგრამ:
ჯერ ყველაფერი წინაა.”

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით