6 ივნისს დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები მმართველი პარტიის ათობით წარმომადგენელს – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე

„6 ივნისს, ჩვენ დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები მმართველი პარტიის ათობით წარმომადგენელს, პარლამენტარებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან და მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯოშ ჰაკიმ კონგრესში მოსმენის დაწყებამდე განაცხადა, სადაც საქართველოში მოახლოებული ს თემაზე უნდა იმსჯელონ.
„ეს ნაბიჯები ემყარება ჩვენს წინა ქმედებებს, ისეთებს როგორებიც იყო კორუმპირებული მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და ქართველი-რუსი ოლიგარქისთვის, FSB-სთან დაკავშირებული ოთარ ფარცხალაძისთვის ფინანსური სანქციების დაწესება” აცხადებს ჯოშ ჰაკი.
ამის შესახებ X-ში ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ წერს. მისი ინფორმაციით, ჯოშ ჰაკიმ კონგრესს უთხრა, რომ მუშაობენ დამატებით ზომებზე, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პასუხად, რომელიც მათ შორის მოიცავს დახმარების პროგრამების პოტენციურ გადამისამართებას ან შეჩერებას და პოლიტიკური ჩართულობის გაუქმებას“.

ასევე დაგაინტერესებთ