6 თვეში jobs.ge-ზე ყველაზე მეტი ვაკანსია გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში გამოქვეყნდა – დასაქმების თრექერი

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, მიმდინარე წლის 6 თვეში jobs.ge-ზე ყველაზე მეტი ვაკანსია გამოცხადდა ფინანსების და სტატისტიკის, გაყიდვებისა და შესყიდვების, ადმინისტრაციის და მენეჯმენტის და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში.
ყველაზე მეტი, ვაკანსიების 20% გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში,
18% – ფინანსების და სტატისტიკის კატეგორიაში;
14% – ადმინისტრაციის და მენეჯმენტის კატეგორიაში;
14% – ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში.
პირველ 2 კატეგორიაში ვაკანსიების რაოდენობა, 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 3-დან 6.3%-მდეა გაზრდილი. მესამე კატეგორიაში კი 1%-ით შემცირდა.
2024 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისის ჩათვლით, 10,540 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3%-ით მეტია.
იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 8,035 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში 10,868 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0%-ით შემცირებული მაჩვენებელია.