6 წლის წინ გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები „ქართული ოცნების“ ლიდერებს გორში პლაკატებით დახვდნენ

„ხელს აფარებთ მკვლელებს“, „ხელისუფლება ჩემი მეტრია“ – ამ შინაარსის პლაკატებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, 6 წლის წინ გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს გორის თეატრთან დახვდნენ, სადაც „ქართული ოცნების” ლიდერები ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს ხვდებოდნენ.
გარდაცვლილის მამის, მერაბ მერებაშვილის განცხადებით, ოჯახი დღემდე უშედეგოდ ითხოვს ობიექტურ გამოძიებას.
შემთხვევა 2018 წლის 6 ივლისს საღამოს მოხდა. ოფიციალური ვერსიით, 20 წლის ახალგაზრდას, სოფელ ხელთუბანში, საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
აღნიშნული ბრალდებით ერთი სასჯელს ერთი პირი იხდიდა, თუმცა გარდაცვლილის ოჯახს გამოძიების ამ ვერსიის არ სჯერა და აცხადებენ, რომ მერებაშვილის გარდაცვალების მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა არ გამხდარა და იგი მოკლეს.
გარდაცვლილის ოჯახს პარტიულ აქტივთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ შეხვდა და ესაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ

ვენეციის კომისია – ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ – უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლებელია დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად