4 წლამდე ბავშვის მკვლელობისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა

ბათუმში 4 წლამდე ასაკის ბავშვის მკვლელობისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა. როგორც შსს-ში News.ge-ს განუცხადეს საქმეზე გამოძიება სსკ-ს 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

დამატებით ინფორმაციას მომხდართ დაკავშირებით ჟურნალი „ბათუმელები“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, არდაცვლილის ცხედარი პოლიციის მე-7 განყოფილებასთან თავად ბრალდებულმა დატოვა. ასევე, „ბათუმელების“ ინფორმაციით, არც გარდაცვლილი და არც მოკლული ბავშვი საქართველოს მოქალაქეები არ არიან.