36 დღე და 36 განსხვავებული ხედვა

36 Days of Type პროექტია, რომელიც დიზაინერებს, ილუსტრატორებსა და გრაფიკულ მხატვრებს იწვევს , წარმოაჩინონ თავიანთი ანბანის ასოების ხედვა. მონაწილეების მთავარი დავალებაა 36 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად ატვირთონ თითო ნამუშევარი.

იერაი ვეგა გრაფიკული დიზაინერია, რომლის ხელნაკეთი ანბანის სერია 361softype-ის მე-3 გამოცემაში მოხვდა.

დიზაინერის მთავარი მასალა იყო მუყაო და ცოცხალი საკვები პროდუქტები. მუყაოზე ამოჭრილია ინგლისური ანბანის 36 ასო, რომლის ქვეშაც მოქცეულია სხვადასხვა სახის პროდუქტი.