28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, ოთხ მისამართზე უფასოდ ჩაატარებს – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შემდეგ მისამართებზე შეეძლებათ:
• 10:00-11:00 სთ – ვარკეთილი, გ. აბაშვილის N20-თან მდებარე პარკი (სავარჯიშო სივრცის მიმდებარედ);
• 12:00-13:00 სთ – რიყის პარკი (ხიდზე ასასვლელთან);
• 14:00-15:00 სთ – დედაენის ბაღი (სკეიტ პარკის მიმდებარედ);
• 16:00-17:00 სთ – დიდი დიღომი, მირიან მეფის N39-თან მდებარე პარკი (ძაღლების სასეირნო სივრცესთან)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.